ქართული ოცნება

ქართული ოცნება:არ აყვეთ ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ პროვოკაციებს

ქართული ოცნება მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს - ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

ქართული ოცნება დღეს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ მომხდარი, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები.

„ქართული ოცნება მოუწოდებს თავის წევრებს და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია და შექმნან არეულობის განცდა საზოგადოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდში, ქართული ოცნების აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის აქცია გააპროტესტეს. შემდეგ მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრში, ანი ნადარეიშვილის ოფისში 50-მდე ადამიანი, მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები შეიჭრნენ. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დაშავდა ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი, ასევე აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები