ISIS

ფრანგული ავიამზიდი შარლ დე გოლი ISIS-ის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩაერთო

http://www.franceinfo.fr/

სპარსეთის ყურეში ფრანგული ავიამზიდი შარლ დე გოლი შევიდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის მონაწილეობას იღებს სამხედრო ოპერაციაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ერაყის ტერიტორიაზე. ფრანგმა მფრინავებმა პირველი საბრძოლო გაფრენები უკვე განახორციელეს.

ერთი კვირის წინ ისლამური სახელმწიფო საფრანგეთსა და ბელგიას ახალი ტერაქტებით დაემუქრა. საერთაშორისო კოალიცია საჰაერო იერიშებს სირიასა და ერაყში მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ გასული წლის სექტემბრიდან ახორციელებს. 

კომენტარები