ხანძარი ადრიატიკის ზღვაში

ბორანზე მყოფი საქართველოს 7 მოქალაქიდან 5 უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

Reuters

იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ხანძარი გაუჩნდა, 200-ზე მეტი ადამიანი რჩება. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ. სამაშველო სამუშაოები ძლიერი ქარისა და ტალღების პირობებში გრძედლება. ბოტრზე მყოფი 250-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ბორანზე საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან 5 ევაკუირებულია, ბორანზე საქართველოს 2 მოქალაქე რჩება. სულ ბორანზე 478 ადამიანი იმყოფებოდა.

ამ მომენტისთვის ერთი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. ცეცხლი ქვედა გემბანზე, ავტომანქანების სადგომზე გაჩნდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბორანი რეისს საბერძნეთიდან იტალიაში ასრულებდა.

კომენტარები