გაეროს გენერალური ასამბლეა

საგანელიძე: თუ პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი არ შედგება, იქნება ძალიან სწორი

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შეფასება გაჟღერდა, მე არ მომისმენია... ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ. არ ვიცი, როგორ კონტექსტში ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა, თუმცაღა თუ ეს ვიზიტი არ შედგება, მიმაჩნია, რომ იქნება ძალიან სწორი, ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტილება ბატონი პრეზიდენტის და ის, რომ ეხლა ის იყო ჩაშლა და ვიღაცამ მოაწყო რაღაც გარკვეული შეთქმულება, ამ მოსაზრებისგან მე ძალიან შორს ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამ კონტექსტში არ იტყოდა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.

კომენტარები