ომი უკრაინაში

პრემიერი: აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პირდაპირი სამხედრო აგრესიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით.

აუცილებელია, ყველამ პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, დაამყაროს წესრიგი და უზრუნველყოს უკრაინის თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა და მათი ღირსეული მომავალი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია პრემიერის განცახდებაში.

ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა.

„კიდევ ერთხელ, საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არსებული რთული მდგომარეობის დაძლევა უკრაინაში“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები