ოქროყანის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლის ჩაქრობაში 22 სახანძრო მანქანა და ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძარი დაახლოებით 8 ჰექტარზე იყო გავრცელებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზუსტი კერა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობა გახდა. ხანძარს მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია, ძირითადად ბუჩქნარი განადგურდა.
ადილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მთაწმინდის რაიონის გამგებელი.





