აგრარული უნივერსიტეტი

გოცირიძე: როგორც ჩანს, ამ პოლიტიკური პროცესის რეალური სამიზნე კახა ბენდუქიძეა

აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს პროკურატურაში კითხავენ. საქმე უნივერსიტეტის პრივატიზებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. გოცირიძის განცხადებით, თავდაპირველად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული, თუმცა, შემდეგ, დაკითხვის დრო და ადგილი შეიცვალა. 

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გოცირიძემ თქვა, ყველა ის ვარაუდი, რომ გასულ წელს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკური პროცესი იყო, დადასტურდა. 

"ჩვენ შესახებ ყველა ნაბიჯზე ხდება უსაფუძვლო შემოწმებები, დაბარებები. ჩვენი თანამშრომლები დაიბარეს დაკითხვაზე. ცალსახად პოლიტიკური პროცესია და, როგორც ჩანს, რეალური სამიზნე კახა ბენდუქიძეა", - თქვა გოცირიძემ.

ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით კი, დაკითხვას ფორმალური ხასიათი აქვს.

"ყველა ინფორმაცია, როგორ მოხდა პრივატიზაცია, რამდენი მილიონი ჩაიდო, როდესაც ინვესტიციები განხორციელდა და გაჩანაგებული სასოფლო გადაიქცა თანამედროვე აგრარულ უნივერსიტეტად, დოკუმენტურად დევს საქმეში. მათ აქვთ ეს ინფორმაცია და ამოიღეს ყველა დოკუმენტი. გასაგებია, რომ ეს არის ზეწოლის გაგრძელება", - აღნიშნა კახიძემ.

გამოძიებამ აგრარული უნივერსიტეტიდან ფინანსური და სამეურნეო დოკუმენტაცია უკვე წაიღო.

რექტორის მხარდასაჭერად პროკურატურასთან აგრარული უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ისინიც საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 მარტს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია გაუუქმდა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ ღია კენ­ჭის­ყრის შე­დე­გად მი­ი­ღო. კენ­ჭის­ყრამ­დე კი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 8 თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 80-გვერ­დი­ან დას­კვნას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენლე­ბიც.

საბ­ჭომ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მა. კერ­ძოდ, უხეშ დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა ის, რომ სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ყვე­ლა წიგ­ნი არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ან ზოგ წიგ­ნზე არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი.

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კით­ხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და ერთ ვა­კან­სი­ა­ზე, თუმ­ცა აიყ­ვა­ნა ორი ლექ­ტო­რი, რად­გან ორი­ვე კან­დი­და­ტი მო­ე­წო­ნა კო­მი­სი­ას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აზ­რით, ამით და­ირ­ღვა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი.

აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ასე­ვე შე­ე­დავ­ნენ იმა­ში, რომ მან სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უთ­ვა­ლა ორ სტუ­დენტს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, გას­ცა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მე­ბი. უც­ხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას კი ახ­დენს გა­ნათ­ლების ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი.

ავტორიზაციის გაუქმებას სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.

ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების მოტივად დაასახელეს მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლება სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს.

საბჭოს წევრებმა დასძინეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აგრარულ უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელოს.

კომენტარები