ნიკა გვარამია

გვარამია: ჩემი წასვლა სააკაშვილის ხელისუფლებაში დისკომფორტის გამო დაჩქარდა

ჩემ გარდა სასწავლებლად ვინმე წავიდა? მე უცხოეთში ვსწავლობდი, თუმცა ვაღიარებ, ჩემი წასვლა სააკაშვილის ხელისუფლებაში დისკომფორტის გამო დაჩქარდა. როდესაც დისკომფორტია შენსა და გუნდს შორის, თუ პასუხისმგებლიანი ადამიანი ხარ, გუნდი უნდა ამოირჩიო და სიტუაციას გაეცალო.

ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლო წლებში დაკარგა ადეკვატურობა. როგორც კი სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლის დრო მოახლოვდა, მის გუნდში დაისვა კითხვა, ვინ იქნება მას შემდეგ პირველი? სწორედ ამ კითხვის შემდეგ დაიწყო უბედურება წინა ხელისუფლებაში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღნიშნული განცხადება გაზეთ კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. გვარამიამ 2009 წლის ოქტომბერში საკუთარი ნებით დატოვა განათლების მინისტრის პოსტი, ოფიციალურ მიზეზად კი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა დაასახელა. ნიკა გვარამია 2012 წლიდან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია.

კომენტარები