გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობით

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ გიგი უგულავასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მთავრობა დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მცდელობით. "ეს არაფერს მოუტანს მათ, ეს ვერ გაგვაჩერებს ჩვენ, მაგრამ ეს აზიანებს ქვეყანას", - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, რომლის მონაწილეებმაც პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფ გიგი უგულავას დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციაზე იმყოფებოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე თბილისის მერიის თანამშრომლები და თბილისის რაიონების გამგებლები.

აქცია პროკურატურასთან გიგი უგულავას დაკითხვის დასრულებისთანავე დასრულდა.

კომენტარები