ქურდობა

დაკავება კახეთში ეკლესიის შესაწირავი ყუთიდან ფულის მოპარვის ბრალდებით

RFE/RL

შსს-ს ცნობით, კახეთში წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული აკაკი ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში შეაღწია და შესაწირავი ყუთიდან ფული მოიპარა.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. კერძოდ, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები