დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმ ტრაგედიის აღსანიშნავად, რომელიც წლების და დროის მიმდინარეობას არ ექვემდებარება. ერთი მხრივ, სამშობლოსთვის თავგანწირვა არასოდეს ავიწყდება ერს და სამარადისო დიდება გმირებს, მეორე მხრივ კი, ის ტკივილი, რომელიც კიდევ ერთხელ დაატყდა სრულიად საქართველოს, ასევე არ ექვემდებარება დროს. დღეს, ყველა ერთად, სრულიად საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო. სამშობლოს დაცვა წმინდათაწმინდა მოვალეობაა და ყველა ჯარისკაცი ამისთვის მზადაა, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო და ქვეყანა და ხელისუფლება გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ასეთი მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს მიწა-წყალზე აღარ განმეორდეს ომი, არც სამოქალაქო და არც რამე სხვაგვარი, იმიტომ რომ ომი ამდენ მსხვერპლს ტოვებს
უსუფაშვილი: საქართველო გლოვობს იმ დღეებს, რომელიც შეიძლებოდა არ მომხდარიყო
tbl.ge/r3b
დაკოპირდა

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა მუხათგვერდის სასაფლაოზე.




