საქართველო-NATO

რასმუსენი: კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ბუქარესტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

NATO-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საკუთარ ბლოგზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას აფასებს და აღნიშნავს, რომ მინისტერიალის მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა. 
რასმუსენი მიმართვაში ქართველი პარტნიორების შესახებაც საუბრობს.
"NATO საქართველოსთან ურთიერთობის ერთგული რჩება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ბუქარესტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმაოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ვაფასებთ საქართველოს შთამბეჭდავ წვლილს ავღანეთის მისიაში", - აღნიშნავს ანდერს ფოგ რასმუსენი.
შეგახსნებეთ, NATO-ს მინისტერიალი ბრიუსელში გუშინ დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც მონაწილეობდა. 

კომენტარები