დაკავება

აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი. 

როგორ მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ღამით, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გურავა და შეიარაღებული ძალების სერჟანტი, ალექსანდრე გორგაძე დააკავეს.  

აკაკი მინაშვილის ცნობით, თენგიზ გურავას ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში სდებენ ბრალს, ხოლო ალექსანდრე გორგაძე სენაკის ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს. 

კომენტარები