საქართველო-NATO

ბიძინა ივანიშვილი ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 12-14 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

14 ნოემბერს ივანიშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

რაც შეეხება NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას, ფანჯიკიძის განმარტებით, ამ საკითხზე კომენტარი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. 

კომენტარები