სარემონტო სამუშაოების გამო დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება .
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვები გავრცელდება:
10.00-დან 14.00 საათამდე - წერეთლის გამზირზე, აგლაძის, ხოშარაულის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
10.00-იდან 16.00 საათამდე - გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონებზე, გლდანის ხევის დასახლებაზე, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩებზე.
10.00-იდან 18.00 საათამდე - ღრმაღელის, გვაზაურის და მიმდებარე ქუჩებზე; საბურთალოსა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, კახეთის გზატკეცილზე, მოსკოვის გამზირზე, ქინძმარაულის, კაიროს, ჯავახეთის, ბაბუციძის, მოსკოვის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
11.00-დან 17.00 საათამდე - ჩუღურეთის რაიონის ნაწილზე, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე, უზნაძისა და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე, მთაწმინდის რაიონის ნაწილსა და დაბა კოჯრის დასახლებაზე.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებზე ყველა შეზღუდვა მოიხსნება.




