Pussy Riot

რუსმა დიაკონმა Pussy Riot-ის განაჩენის გამო ეკლესია დატოვა

აგვისტოს, პანკჯგუფ Pussy Riot-ისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკონმა, სერგი ბარანოვმა, სასულიერო სანი და ეკლესია დატოვა. ბარანოვმა ღია წერილით მიმართა მოსკოვის პატრიარქს, სადაც მან პირველიერარქთა ქცევას პანკმომღერლების მიმართ სამარცხვინო უწოდა.

”თქვენო უწმინდესობავ! მომხდარი სამარცხვინო მოვლენების შემდეგ, რომელიც უკანასკნელ თვეებში განვითარდა, განსაკუთრებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წაქეზებით...  Pussy Riot-ისთვის გამოტანილი უსამართლო განაჩენის გამო, მე, უმნიშვნელო სასულიერო პირი ტამბოვის ეპარქიისა, დიაკონი სერგი ბარანოვი, ოფიციალურად ვაცხადებ სრულ და უპირობო კავშირის გაწყვეტას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთან და მოვითხოვ მომხსნათ სასულიერო ხარისხი” - ნათქვამია კირილისადმი წერილში.

რუსეთის საპატრიარქოში დიაკვნის სიტყვებს ”ბოდვა” უწოდეს. ”მე ვიმარხავ ჩემს რწმენას, მაგრამ მომხდარის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დარჩენა ნიშნავს, რომ მე მათ ვეთანხმები და მაშასადამე ვარ მათი თანამონაწილე” - აცხადებს წერილში ყოფილი დიაკონი.

 

კომენტარები