ეუთო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლო­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა მი­ხა­ელ შჩერ­ბამ მო­ამ­ზა­და, მო­უ­წო­დებს რუ­სეთს შე­ა­რუ­ლოს ცეც­ხლის შეწ­ყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს. 

რე­ზო­ლუ­ცია  ასევე მო­უ­წო­დებს მოს­კოვ­სა და „დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს“ და­უშ­ვან ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­სია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ასე­ვე - უზ­რუნ­ველ­ყონ დევ­ნილ­თა უსაფ­რთხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა. რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ეუ­თო-ს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აღად­გი­ნონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ნდო­ბის აღ­დგე­ნის ერთ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მი. დო­კუ­მენ­ტის მე-10 პუნ­ქტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო და 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ეუ­თოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დო­კუ­მენტს არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი უწო­და, ხო­ლო აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს - „სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი“. თუმცა რეზოლუციის ავტორმა რუსეთის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

კომენტარები