ოკუპირებული რეგიონები

მედვედევმა თიბილოვი მოსკოვში მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ლეონიდ თიბილოვს დაურეკა. სეპარატისტული ხელისუფლების ახალ ლიდერს, მან კოკოითის მემკვიდრეობის გადაბარება მიულოცა და მოსკოვში მიიწვია. კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რუსეთის მზადყოფნას განაგრძოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მხარდაჭერა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ცხინვალში ლეონიდ თიბილოვის „ინაუგურაციის“ ღონისძიება აღინიშნა. ამ ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი, „ თქვენ მიიღეთ დიდი ნდობა,თქვენ მხრებზეა საპასუხისმგებლო მისია რესპუბლიკის სუვერენიტეტის განმტკიცების.“- ამ სიტყვებით მიმართ მან სეპარატისტული ხელისუფლების ახალ მეთაურს.

თავის მხივ თიბილოვი მოსკოველ სტუმარს დაპირდა, რომ მკაცრად გააკონტროლებს „სამხრეთ ოსეთის“ აღორძინებისთვის რუსეთის მიერ გაღებული თანხის ხარჯვას.

 

კომენტარები