საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მარკელმა საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საჭიროა ევროზონის ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის საკითხებში. მერკელის განცხადებით, ინტეგრაცია ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. ლიდერების თქმით, საჭიროა ევროზონის ლიდერების წელიწადში ორჯერ შეხვედრა. შეხვედრებს ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რამპოიმ უნდა უხელმძღვანელოს. ლიდერების შეხვედრამ ბაზარზე იმედგაცრუება გამოიწვია. ინვესტორები აცხადებენ, რომ ისინი უფრო ქმედით ნაბიჯებს ელოდნენ. Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო 1.3%-ით დავარდა.
მერკელმა კიდევ ერთხელ უარყო ევრობონდების- ევროზონის ქვეყნების მიერ წევრი ქვეყნების ვალის საერთო გარანტიის- შექმნა. ეს იდეა რამდენჯერმე გაახმაურეს იტალიის ფინანსთა მინისტრმა ჯულიო ტრემონტიმ და მილიარდერმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა. სანაცვლოდ, მერკელმა ევროზონის ქვეყნებს შესთავაზა, კონსტიტუციური ცვლილება მიიღონ, რომელიც მათ დაბალანსებული ბიუჯეტის ქონას აიძულებს.
ლიდერებმა გადარიცხვებზე დამატებითი გადასახადის შემოღების შესახებაც ისაუბრეს. მათი თქმით, ეს სახელმწიფოების შემოსავლებს გაზრდის. ლიდერებმა კორპორატიული გადასახადების ჰარმონიზაციაც განიხილეს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დაბალი გადასახადების მქონე ირლანდია შეეწინააღმდეგება.