მერკელი და სარკოზი ევროზონის კრიზისზე ისაუბრებენ

 საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები სამშაბათს შეხვდებიან. შეხვედრა ბაზრის  არასტაბილურობამ  განაპირობა. მართალია საუბრის მთავარი თემა ევროკრიზისი იქნება, თუმცა, მერკელმა გამორიცხა ევრობონდებზე საუბარი.შეხვედრას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან ბაზარზე. საფრანგეთის პრეზიდენტი ბოლო კვირაში განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცა - მას შემდეგ, რაც გაჩნდა სპეკულაცია, რომ აშშ-ის შემდეგ საფრანგეთიც დაკარგავდა უმაღლეს, AAA საკრედიტო შეფასებას. თუ ეს ასე მოხდა, სარკოზისთვის შეიძლება მომავალ არჩევნებში დამღუპველიც აღმოჩნდეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ლიდერები. საბერძნეთის მეორე ბეილაუთის შემდეგ მერკელს პარლამენტში პრობლემები შეექმნა. შეხვედრამდე გერმანიის საგარეო ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შობლმაც განაცხადა, რომ ევრობონდები, რომლის საშუალებითაც ევროზონის ქვეყნების ვალები უნდა დაიფაროს, არ შეიქმნება.

,, მე გამოვრიცხავ ევრობონდების შექმნას, რადგან ყველა წევრ ქვეყანას თავისი ფინანსური პოლიტიკა აქვს და ყველას სხვადასხვა პროცენტული განაკვეთი უნდა გვქონდეს’’ - აცხადებს ის. 

კომენტარები