#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mbrqqq.png##fbimage#
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის, სასამართლო ხუთი სექტემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე აჰმედ რიფაატმა დაადგინა, რომ სასამართლო პროცესი ტელევიზიით არ გადაიცემა. სასამართლო პროცესი სამ აგვისტოს დაიწყო. მუბარაქს ბრალი ედება დემონსტრანტთა მასობრივ დახოცვაში მონაწილეობასა და კორუფციაში. ის 11 თებერვალს გადადგა 18-დღიანი მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც 850 ადამიანი მოკლეს. მუბარაქი ყველა ბრალდებას უარყოფს. 83 წლის ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მას საავადმყოფოს საწოლით გადაადგილებენ. მუბარაქთან ერთად პროცესზე გამოჩნდა მისი ორი ვაჟიც, რომლებსაც ბრალი კორუფციულ გარიგებებში ედებათ.
სასამართლოს გარეთ მუბარაქის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.




