იტალიის პოლიციამ ”გლადიატორები’’ დააკავა

იტალიის პოლიციამ 20 მსახიობი გლადიატორი დააკავა. მათ ბრალი  თავიანთ კონკურენტებზე თავდასხმაში ედებათ, მათი რომის კოლიზეუმის ტერიტორიიდან განდევნის მიზნით. პოლიციაც გლადიატორების ფორმაში გამოეწყო, რათა საიდუმლო ოპერაცია ჩაეტარებინა.

დაკავებული  გლადიატორები 5 ტურისტულ კომპანიაში მუშაობდნენ. კომპანიებმა რომის ტურისტული ხედები, კოლიზეუმი, წმინდა პეტრეს ბაზილიკა, პიაცა ვენეცია დაინაწილეს და ტერიტორიიდან სხვა ტურისტულ კომპანიებს ძალით აძევებდნენ. 

კომენტარები