მსოფლიოს ზეწოლის მიუხედავად, სირიაში სადამსჯელო ღონისძიებები ძალას იკრებს.

სირიაში, დემონსტრანტებზე მიტანილ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.  დღეს დილით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით  სადამსჯელო ღონისძიებები გააძლიერა. სირიის ტანკებმა და ჯარმა თავდასხმა განახორციელა ხან შეიხონზე, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქზე. შეტევას ერთი ქალი ემსხვერპლა. პარალელურად, საქბაში,  დედაქალაქის გარეუბანში, შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, დაღუპულია ერთი მამაკაცი.

ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ის მოუწოდებდა სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით, ჩინეთსა და ინდოეთს, ჩარეულიყვნენ საქმეში მანამ, სანამ ა.შ.შ. ასადს წასვლისკენ მოუწოდებდა. მოვლენების მსგავსი ესკალაცია კლინტონის პოზიციას გააძლიერებდა: დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ სირიის პრეზიდენტი ასადი არ აპირებს, შეამციროს თავდასხმები დემონსტრანტებზე, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ - მიუხედავად მზარდი საერთაშორისო გაფრთხილებებისა.

თურქეთმა, სირიის მეზობელმა და უკანასკნელ პერიოდამდე ასადის მოკავშირემ, განაცხადა, რომ ამ კვირას სირიას კარგად დააკვირდებოდა. სირიის შეტევებს თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მუდმივი ხასიათი აქვს. თურქეთის განცხადებით, 7000მდე სირიელი თურქეთის ტერიტორიაზე,  ლტოლვილთა ბანაკებში იმყოფება. როგორც ადგილობრივი გაზეთი, Zaman-ი იუწყება, თურქეთის შეიარაღებულ  ძალებში ყველა დათხოვნილი ოფიცერი გამოიძახეს -  როგორც ჩანს, საზღვართან სირიის გააქტიურებით შეშფოთებულმა, დაძაბული ვითარების დარეგულირების მიზნით.  ბევრი მათგანი სირიის საზღვართან მდებარე ოლქებში იქნა გაგზავნილი.

ხუთშაბათს, სირიელმა ჯარისკაცებმა სულ ცოტა, 11 კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით - ლებანონის დასავლეთით მდებარე ქალაქში. ასევე, იერიში მიიტანეს ქალაქ სარაქბეზე, თურქეთის საზღვრის მახლობლად.



კომენტარები