#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mexbod.png##fbimage#
მექსიკის პოლიციამ ქალაქ მორელიაში 21 ადამიანის ცხედარი იპოვა. გარდაცვლილებთან ახლოს იდო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ კიდევ რამდენიმე მკვლელობა მოხდება და რომ ყველა გარდაცვლილი კრიმინალი იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას დანაშაულის უკან. მოკლულთა ცხედრები ქალაქის გასასვლელებთან გზის პირას ესვენა. მორელია მექსიკის პრეზიდენტის, ფელიპე კალდერონის მშობლიური ქალაქია. 2006 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კალდერონმა მექსიკის ნარკოკარტელებს ბრძოლა გამოუცხადა. პოლიციის ვარაუდით, 21 ადამიანის მკვლელობა სწორედ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან ხელისუფლების ბრძოლას უკავშირდება. მექსიკაში პოლიციამ 21 ცხედარი იპოვა
tbl.ge/nyi
დაკოპირდა




