
ფოტო: REUTERS
ნახშირბადის ჩრდილო-დასავლურმა კომერციულმა კომპანიამ გაზების გამოყოფის შესაჩერებლად ხელისუფლებას ერთ მილიონამდე აქლემის დახოცვა შესთავაზა. გეგმის მიხედვით, ავსტრალიის აქლემებს ან თვითმფრინავებიდან ესვრიან ან სასაკლაოზე მოუყრიან თავს. ავსტრალიის კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის შეთავაზების მიხედვით, თითოეული სნაიპერი, რომელიც აქლემს მოკლავს სპეციალურ ქულებს მიიღებს. შემდგომში კი საწარმოები, რომლებიც ინდუსტრიულ დამნაგვიანებლებად არიან მიჩნეული, სნაიპერებისგან ამ კრედიტებს შეისყიდიან საკუთარი საწარმოების გამოყოფილი ნახშირბადის სანაცვლოდ.
აღნიშნულ საკითხზე, სახელწოდებით - „კარბონის ფერმერობის ინიციატივა“ ავსტრალიის პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.
ამ ინფორმაციამ ბლოგერების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მათი თქმით, თუ საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ ეს კანონი სხვა ცხოველებზე და ადამიანებზეც კი ვრცელდება. ”ჩნდება კითხვა, თუ როგორ არსებობდა დედამიწა გლობალური დათბობის გარეშე ათობით ათასი წლის განმავლობაში, როდესაც აქლემები და მეთანის გამომყოფი სხვა მრავალი ცხოველი არსებობდა?” წერს კელ კელი მიზესის უნივერსიტეტის ბლოგზე.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ავსტრალიელმა სამედიცინო ექსპერტმა ყოველ ახალშობილზე 5 ათას დოლარიანი გადასახადის დაწესება მოითხოვა, ხოლო ნახშირბადის გამოყოფის ბეგარად თითო ბავშვზე - 800 დოლარი წელიწადში. გარემოს დაცვის ჯგუფი სახელწოდებით ადამიანთა მოდგმის გადაშენების პროგრამა, შედგება მოხალისეებისგან, რომლებიც შვილების ყოლაზე უარს აცხადებენ იმ მიზნით, რომ დედამიწაზე ცხოველთა სხვა სახეობებს მისცენ ცხოვრების საშუალება. ”სანამ დედამიწაზე არსებობს ჰომოსაპიენსთა თუნდაც ერთი წყვილი, რომელიც მრავლდება, ბიოსფეროს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება,” აცხადებს ჯგუფის დამაარსებელი.




