ავსტრალიური ველური აქლემები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას შეეწირებიან. ავსტრალიის კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტი აქლემების დახოცვით გლობალურ დათბობასთან ბრძოლას აპირებს. მათი განცხადებით, აქლემები წელიწადში ერთი ტონა ნახშირბადის დიოქსიდის ექვივალენტ მეთანს გამოყოფენ, რაც მათ სასათბურე გაზის მსხვილ გამომყოფლებად აქცევს.
ნახშირბადის ჩრდილო-დასავლურმა კომერციულმა კომპანიამ გაზების გამოყოფის შესაჩერებლად ხელისუფლებას ერთ მილიონამდე აქლემის დახოცვა შესთავაზა. გეგმის მიხედვით, ავსტრალიის აქლემებს ან თვითმფრინავებიდან ესვრიან ან სასაკლაოზე მოუყრიან თავს.
აღნიშნულ საკითხზე, სახელწოდებით - „კარბონის ფერმერობის ინიციატივა“ ავსტრალიის პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.