რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების მიზნით შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს ინსტრუქცია მისცა იმუშავონ იმისთვის, რომ რუსეთი წლის ბოლოს ვმო-ს წევრი გახდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო როიტერი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ჯგუფის თავმჯდომარემ, სტეფან იოჰანესონმა ჯგუფის წევრებს დავალება მისცა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებიც დიდი რვიანის სამიტზე გაკეთებულ დეკლარაციებშია ფორმულირებული,“ განუცხადა წყარომ საინფორმაციო სააგენტოს. ეს დეკლარაციები რუსეთის ვმო-ში 2011 წელს მიღებას გულისხმობს, წერს როიტერი.
ანონიმურმა წყარომ როიტერს ასევე განუცხდა, რომ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ინსტრუქცია ქართული მხარის წარმომადგენლებს ღიად არ გაუკრიტიკებიათ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლის დაწესებას მოითხოვდა.
რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ რუსულ-ქართული მოლაპარაკებები კი, რომელიც 2 ივნისს შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ქართული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ტექნიკური მიზეზების გამო, შვეიცარული მხარის თხოვნით გადაიდო.