რაგბი: პირველი ქართველი ბარბაროსი

დავით ქუბრიაშვილი პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსების შემადგენლობაში ითამაშა. ეს ნაკრები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება, მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერეს მორაგბეებს ეძახიან და შემდეგ, რომელიმე ეროვნულ ნაკრებს ეთამაშებიან.

წელს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ეს პატივი ბორჯღალოსნებისა და ფრანგული ტულონის პირველხაზელს, დავით ქუბრიაშვილს ერგო. ბარბაროსები ლონდონში, თვიქნემის სტადიონზე ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 38:32 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ბარბაროსები ერთ ქულას აგებდნენ, თუმცა ბოლო შეტევა ბრწყინვალე სტილში გაათამაშეს და საბოლოოდ ყველაფერი ლელოთი დაასრულეს.  მატჩის შემდგომ, ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი თავისი გუნდის დაცვით აღშფოთებული იყო.

რაც შეეხება უშუალოდ ქუბრიაშვილის თამაშს. ის მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა და მეორე ტაიმის მეათე წუთამდე ითმაშა, შემდეგ კი ადგილი ახალზელანდიელ კარლ ჰეიმანს დაუთმო. 

კომენტარები