ევროპული რაგბის ცენტრალური მატჩი: ინგლისი - საფრანგეთი

რაგბიში ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შაბათს, 26 თებერვალს ლონდონში გაიმართება. მესამე ტურში ინგლისელები თვიქენჰემზე ფრანგებს დაუხვდებიან.

ორივე ამ ნაკრებმა, აქამდე გამართულ ორ-ორ შეხვედრაში მოახერხა მეტოქის დაამარცხება. სატურნირო ცხრილშიც სწორედ ისინი ლიდერობენ. სპეციალისტების აზრით, ეს მატჩი გახდება წლევანდელი ექვსი ერის გადამწყვეტი დაპირისპირება. გამარჯვებული გუნდი ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინგლისელებიცა და ფრანგებიც ოპტიმალური შემადგენლობებით ემზადებიან ამ შეხვედრისათვის. ის კი არა, შიდა ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებში საკუთარი ნაკრების მორაგბეები დაასვენეს კიდეც.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაა ფაქტობრივად არ ცვლის ძირითად შემადგენლობას. ერთადერთი ცვლილება პირველი ნომერია ხოლმე - უელსთან ენდრიუ შერიდანი ათამაშა, იტალიასთან - კორბისიერო. ახლა ფრანგებთან კვლავ ვეტერან შერიდანს მიანიჭა უპირატესობა. ჯონსონმა ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვა ჯონი უილკინსონი.

სამაგიეროდ, ფრანგები ცვლიან ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობას. წინა ტურში ირლანდიასთან დამწყები შემადგენლობიდან ოთხმა მორაგბემ მარქაფაში გადაინაცვლა - კლერმონ პუატრენომ (ნომერი 15), დამიან ტრაიმ (ნომერი 12), მორგან პარამ (ნომერი 9) და ჟულიან ბონერმა (ნომერი 7). მათ ნაცვლად კი სათადარიგოებიდან სხვები დაწინაურდნენ - იანიკ ჟოზიონი, ვენსან კლერკი, დიმიტრი იაშვილი და სებასტიან შაბალი.

შაბათსვე გაიმართება იტალიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრა. იტალიამ პირველ ტურში ირლანდიასთან 2 ქულით წაგების შემდეგ - 11:13, ინგლისელებთან კატასტროფილი მარცხი იწვნია - 13:59. ამჯერად იტალიელები აპირებენ უელსს დიდი ბრძოლა გაუმართონ და ამისათვის მაქსიმალურად ძლიერ შემადგენლობასაც მოუყარეს თავი. რაც მთავარია, ძირითადში ყავთ სამი წამყვანი მოთამაშე - მირკო ბერგამასკო (ნომერი 11), მარტინ კასტროჯოვანი (ნომერი 3) და კაპიტანი სერჯიო პარისე (ნომერი 8).

უელესელბს ამ ექვს ერზე არ ეყოლებათ წამყვანი 3 ნომერი ადამ ჯოუნსი. პირველ ტურში მიღებული ტრავმის გამო გამოაკლდათ მესამეხაზელი ენდი პაუელი. ამის მიუხედავად, არც ისინი აპირებენ აპენინებზე წაგებას. ერთთამაშიანი შესვენების შემდეგ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა 10 ნომერი სტივენ ჯოუნსი, სათადარიგოთა შორის გამოჩნდა ახალგაზრდა გარემარბი და უელსური რაგბის იმედი ლი ჰაფპენი.

მესამე ტურის დასკვინითი შეხვედრა ედინბურგში, მერიფილდზე გაიმართება. შოტლანდიელები კვირას ირლანდიას დაუხვდებიან. სტუმრების შემადგენლობაში სათადარიგოებიდან ძირითადში გდამოინაცვლა გამოცდილმა ათმა ნომერმა რონან ოჰარამ. მან ადგილი ახალგაზრდა ჯონათან სიქსტონს გაუცვალა. ამჯერად საერთოდ ვერ ითამაშებს საფრანგეთთან ლელოს დამდები 9 ნომერი ტომას ოლირი. მის ნაცვლად შოტლანდიაში მოედანზე იუან რედენი გავა. სხვა მხრივ ირლანდიელებს პრობლემები არ აქვთ.

შოტლანდიელეთა შემადგენლობაში გამოჩნდა ადგილობრივი გულშემატკივრების კერპი, ქულების მხრივ ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიელი - კრის პატერსონი (ნომერი 15). ამან წესით საგრძნობლად უნდა გააძლიეროს მასპინძელთა თამაში. სამაგიეროდ, სათადარიგოთა სკამზე დასვეს 10 ნომერი დენ პარკსი. რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ მიიჩნეოდა.

შაბათი, 26 თებერვალი

იტალია - უელსი 18:30 სთ.

იტალია: 15. მაკლეინი 14. მასი 13. კანალე 12. სკარპი 11. მი. ბერგამასკო 10. ბარტონი 9. სემენცატო 8. პარისე (კაპ) 7. ბარბიერი 6. ძანი 5. გელდენჰეისი 4. დელაპე 3. კასტროჯოვანი 2. გირალდინი 1. პერუჯინი. სათადარიგოები: 16. ფესტუჩა 17. ლოჩიჩერო 18. ბერნაბო 19. ვოსავაი 20. კანავოზიო 21. ორკერა 22. ბენვენუტი

უელსი: 15. ბირნი 14. სტოდარტი 13. ჰუქი 12. რობერტსი 11. შ. ვილიამსი 10. სტ. ჯოუნსი 9. ფილიპსი 8. რ. ჯოუნსი 7. ვორბარტონი 6. ლიდიატი 5. ა.ვ. ჯოუნსი 4. ბ. დევისი 3. მიჩელი 2. რისი (კაპ) 1. ჯეიმსი. სათადარიგოები: 16. ჰიბარდი 17. იაპი 18. ტომასი 19. თარნბალი 20. ნოილი 21. პრისტლანდი 22. ლი ჰაფპენი

ინგლისი - საფრანგეთი 21:00 სთ.

ინგლისი: 15. ფოდენი 14. ეშტონი 13. თინდოლი (კაპ) 12. ჰაპე 11. კუეტო 10. ფლადი 9. იანგსი 8. ისტერი 7. ჰასკელი 6. ვუდი 5. პალმერი 4. დიკონი 3. კოული 2. ჰარტლი 1. შერიდანი. სათადარიგოები: 16. ტომპსონი 17. კორბისიერო 18. შოუ 19. ფური 20. კარი 21. ვილკინსონი 22. ბანაჰანი

საფრანგეთი: 15. მედარი 14. იუჟე 13. რუჟერი 12. ჟოზიონი 11. კლერკი 10. ტრინ-დიუკი 9. იაშვილი 8. შაბალი 7. არინორდოკი 6. დუზატუარი (კაპ) 5. ნალე 4. პიერე 3. მა 2. სერვა 1. დომინგო. სათადარიგოები: 16. ჟირადო 17. მარკონე 18. ტიონი 19. ბონერი 20. პარა 21. ტრაი 22. პუატრენო

კვირა, 27 თებერვალი

შოტლანდია - ირლანდია 19:00 სთ.

შოტლანდია: 15. პატერსონი 14. ვოკერი 13. დელუკა 12. შ. ლამონტი 11. ევანსი 10. ჯეკსონი 9. ბლერი 8. ბიტი 7. ბარკლი 6. ბრაუნი 5. კელოკი (კაპ) 4. გრეი 3. ლოუ 2. ფორდი 1. ჯაკობსენი. სათადარიგოები: 16. ს. ლოუსონი 17. კროსი 18. ჰაინსი 19. ვერნონი 20. რ. ლოუსონი 21. პარკსი 22. დენიელი

ირლანდია: 15. ფიცჯერალდი 14. ბოუ 13. ოდრისკოლი (კაპ) 12. დარსი 11. ერლსი 10. ოჰარა 9. რედენი 8. ჰისლიპი 7. დ. ვოლასი 6. ობრაიანი 5. ოკონელი 4. ოკალაჰანი 3. როსი 2. ბესტი 1. ჰილი. სათადარიგოები: 16. კრონინი 17. კორტი 18. კალენი 19. ლიმი 20. სტრინგერი 21. სიქსტონი 22. პ. ვოლასი

კომენტარები