ირლანდიისა და საფრანგეთის დრამატული დაპირისპირებით დასრულდა კვირას 6 ერის გათამაშების მეორე ტური რაგბიში. მამლებმა მოწინააღმდეგე მისსავე მოედანზე 25:22 დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ჩემპიონის ტიტულისაკენ სვლას განაგრძობენ.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ირლანდიელებმა თავიდანვე კარგად შეუტიეს და საერთო ჯამში მეტოქეს სამი ლელოც დაუდეს. ამის გაკეთება 8 ნომერმა ჯიმი ჰისლიპმა, 9 ნომერმა ტომას ოლირმა და 14 ნომერმა ფერგუს მაკფადენმა მოახერხეს. ფრანგებმა კი მხოლოდ ერთი ლელო დაამიწეს. ეს მაქსიმ მედარმა (ნომერი 11) შეძლო. თუმცა მატჩში გამარჯვება მაინც მამლებს დარჩათ. მათმა დამრტყმელმა 9 ნომერმა მორგან პარამ ხუთი ჯარიმა გაიტანა და გუნდს 15 ქულა შესძინა, რითიც დიდწილად განაპირობა გამარჯვება. ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა 9 ნომერმა დიმიტრი იაშვილმაც.
მეორე ტურის ორი შეხვედრა შაბათს ჩატარდა. დღის პირველ დაპირისპირებაში ინგლისელებმა საუცხოოდ ითამაშეს იტალიელებთან, დაამტკიცეს, რომ პროგრესს შეუჩერებლად განაგრძობენ და მოწინააღმდეგე 59:13 დაამარცხეს.
შთამბეჭდავი შეხვედრა ჰქონდა 23 წლის გარემარბს კრის ეშტონს, რომელმაც აპენინელებს 4 ლელო დაუდო. ახალგაზრდა თოთხმეტმა ნომერმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მეცხრე შეხვედრა ჩაატარა და უკვე 9 ლელო დაუგროვდა. მორიგი კარგი მატჩი ჰქონდა 10 ნომერ ტობი ფლადსაც, რომელიც დღითიდღე ამტკიცებს, რომ ჯონი უილკინსონის ჩრდილში დგომას არ აპირებს. თავის მხრივ, ლეგენდარული ჯონი შეცვლაზე შემოვიდა და 3 გარდასახვის გატანაც მოასწრო.
შაბათსვე უელსმა შოტლანდია მოულოდნელად იოლად დაამარცხა. ედინბურგში გამართულ შერკინებაში სტუმრებმა 24:6 გაიმარჯვეს. ორი ლელო ვეტერანმა ლეგენდამ, გარემარბმა შეინ უილიამსმა (ნომერი 11) დაამიწა.
ორი ტურის შემდეგ ინგლისსა და საფრანგეთს ამდენივე მოგება აქვთ და გათამაშებას ლიდერობენ. წლევანდელი ექვსი ერის კულმინაციური დაპირისპირებაც სწორედ ამ ორ გუნდს შორის შედგება. ეს 26 თებერვალს ლონდონში მოხდება. სწორედ იმ შეხვედრაში გაირკვევა დიდწილად წლევანდელი ექვსი ერის გამარჯვებულის ვინაობა.