რუსეთი

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ Covid-19-ის უარმყოფელ ბერს სასულიერო ხარისხი ჩამოართვა

AP Photo/Vladimir Podoksyonov

3 ივლისს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბერს, რომელიც კორონავირუსის არსებობას უარყოფს, კრემლის მიერ დაწესებული საგანგებო ზომები დაგმო და მონასტრი დაიკავა, სასულიერო ხარისხი ჩამოართვა

ურალის მთებში, ქალაქ ეკატერინბურგში 65 წლის მამა სერგეიმ ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მან მორწმუნეებს იერარქის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობისა და პანდემიის დროს ეკლესიების დახურვის იგნროირებისკენ მოუწოდა. 

ბერი განაჩენის გამოტანას არ დაესწრო, მან თავის მომხრეებს დაჟინებით მოუწოდა, რომ სნედრეურალსკის ქალთა მონასტერი დაიცვან, რომელშიც ის გასული თვიდან თავს აფარებს.

3 ივლისს გავრცელებულ ვიდეოში, მამა სერგიმ დაგმო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მას "სამშობლოს მოღალატე" უწოდა, რომელიც "სატანისტურ მსოფლიო მთავრობას ემსახურება". მან ასევე დაგმო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი და სხვა იერარქები - მათ "ერეტიკოსები" და "ღმრთისა და ღვთისმშობლის მტრები" უწოდა, რომლებიც "გადასაგდებნი არიან".

ეკლესიამ ბერს მაისში ღვთისმსახურება აუკრძალა, თუმცა, მან ქადაგება გააგრძელა.

კომენტარები