ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის მტკიცებით, პალესტინური სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, დაიშლებიან

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ჰამასი მზად არის, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს, თუკი 1967 წლის ომის დროს ისრაელის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფო ჩამოყალიბდება.

25 აპრილს სტამბოლში მყოფმა ბასემ ნაიმმა, რომელიც ჰამასის პოლიტბიუროს წევრია, CNN-თან განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება განიარაღებაზე მაშინ დათანხმდება, როდესაც პალესტინური სახელმწიფო შეიქმნება.

"თუკი დამოუკიდებელი სახელმწიფო, იერუსალიმში დედაქალაქითა და ლტოლვილთა უკან დაბრუნების უფლების დაცვით, შეიქმნება, ალ-ქასიმი შესაძლოა, [სამომავლო] ეროვნულ არმიაში ინტეგრირდეს". - ამტკიცებს ჰამასელი მაღალჩინოსანი.

სტრატეგიასა და უსაფრთხოებაში იერუსალიმის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ეფრაიმ ინბარმა განაცხადა, რომ ჰამასის ზემოხსენებული შეთავაზება პიარული მანევრია, რომელიც დასავლური ერებისკენაა მიმართული.

ინბარის თქმით, მოთხოვნა, რომ პალესტინელი ლტოლვილები იმ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ, რომელიც ახლა ისრაელის საზღვრებშია, "ისრაელის სახელმწიფოს განადგურების" ტოლფასი იქნება.

კომენტარები