ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰუსიტი ტერორისტები სასწავლებელს სთავაზობენ აშშ-ში სტატუს შეჩერებულ პროჰამასელ სტუდენტებს

პროჰამასელი დემონსტრანტების კარვები აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტში

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ტერორისტული მოძრაობა განათლების შესაძლებლობას სთავაზობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც აშშ-ში პროჰამასური დემონსტრაციების დროს სასწავლო დაწესებულების საკუთრების დაზიანებისა და ზოგიერთი სტუდენტის შევიწროების გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.

"ჩვენ პალესტინელების მხარდაჭერისთვის აშშ-ს უნივერსიტეტებში სტატუს შეჩერებულ სტუდენტების მასპინძლობასთან დაკავშირებით სერიოზულები ვართ". - განაცხადა იემენის დედაქალაქში სანას უნივერსიტეტის მაღალჩინოსანმა გამოცემა Reuters-თან საუბრისას. აღნიშნულ უნივერსიტეტს ჰუსიტების მოძრაობა მართავს.

მაღალჩინოსნის თქმით, ისინი "პალესტინელებთან ერთად ბრძოლას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ".

სანას უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამერიკელი პროჰამასელი სტუდენტების დემონსტრაციების მიმართ აღფრთოვანებაა გამოხატული და წერია, რომ მათ სწავლის გაგრძელება იემენში შეუძლიათ.

"[სანას] უნივერსიტეტის საბჭო გმობს იმ ზემოქმედებას, რომელიც აშშ-სა და ევროპაში აკადემიკოსებსა და სტუდენტებზე მიმდინარეობს, მათი გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას". - წერია იემენის უნივერსიტეტის გაცხადებაში.

გასულ დღეებში რადიკალურად განწყობილმა პროჰამასელთა ჯგუფმა ძალადობრივად დაიკავა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ჰამილტონ ჰოლი. ანადგურებდნენ სასწავლო დაწესებულების კერძო საკუთრებას და ავიწროებდნენ ზოგიერთ სტუდენტს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის ტერიტორია მას შემდეგ გაწმინდა, რაც სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციისგან შესაბამისი თხოვნა მიიღეს.

კომენტარები