აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

გომელაური: ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, თუმცა გამოძიება დაწყებულია

ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, თუმცა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო - ასე იყო, ისე იყო, იმან გადაამეტა თუ ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია, მერე მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოთ, ასე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზეო, სასამართლოზეო და ა.შ. კადრებში კარგად ჩანს თუ რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი ის პროცესი, ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. ყველაზე არ ვამბობ, რომ ძალადობდა, თუმცა იყვნენ ისეთები, ვინც თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან დაპირისპირებაში.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი. იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ჩაარტყა.

კომენტარები