აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

პაპუაშვილი: აქციებმა დაგვანახა ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ

ქართული ოცნება

"ამ აქციებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ კანონზე, ვინმეს თუ რამე არგუმენტები აქვს - მსჯელობა მიდის.

ჩვენი პოზიცია ცხადი არის, რომ ეს კანონი სჭირდება ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის პოზიციაც ცხადია, რომ მას სჭირდება ეს კანონი". - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - მომხრე 83 დეპუტატი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე არცერთი დეპუტატი. კენჭისყრას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

კომენტარები