Valentino

VALENTINO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელე გახდა

იტალიელი დიზაინერი, ალესანდრო მიკელე

Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტზე პიერპაოლო პიჩოლის ალესანდრო მიკელე შეცვლის - ამის შესახებ ინფორმაცია 28 მარტს გავრცელდა.

"ეს უდიდესი პატივია". - თქვა ალესანდრო მიკელემ და ხაზი გაუსვა იტალიური მოდის სახლში მუშაობის შედეგად წარმოქმნილ პასუხისმგებლობასა და სიხარულს.

ალესანდრო მიკელეს დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მომხრე Valentino-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯაკოპო ვენტურინი იყო. მათ მანამდე ერთად Gucci-ში უმუშავიათ, სადაც მიკელე 7 წლის განმავლობაში იკავებდა შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს.

ვენტურინის თქმით, ის "ძალიან გახარებული და აღელვებულია" მიკელესთან კიდევ ერთხელ მუშაობის შესაძლებლობით.

კომენტარები