რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: უკრაინამ ანექსირებულ სევასტოპოლზე იერიშები მიიტანა (VIDEO)

მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებები ისმის, ხოლო ქერჩის ხიდი გადაკეტილია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენებით სავარაუდოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრი დაბომბა.

სევასტოპოლის მარიონეტულმა ე.წ. "გუბერნატორმა" განაცხადა, რომ "სევასტოპოლის თავზე რამდენიმე საჰაერო ობიექტი ჩამოაგდეს".

ამასთანავე, მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინის მიერ სევასტოპოლზე სარაკეტო იერიშის კადრებია ასახული.

კომენტარები