ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი, სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია ყოფილიყო. თქვენც ასე წყნარად, ღიმილით დაგესვათ ასეთი კრიტიკული კითხვები, როგორსაც ახლა მეკითხებით - მათ შორის, სულელური კითხვებიც და ამაზე არავინ გამოგკიდებოდათ.
სულელურია ყველა კითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან შედარებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არის მარაზმატიკული, მოღალატეობრივი და სულელური კითხვა, რომელიც შეიცავს მოცემულობას, რომ 2006 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა.