2-წლიანი აკრძალვის შემდეგ Meta-მ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა დაუბრუნა.
მანამდე, ტრამპი, რომელმაც ნოემბერში 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, ამტკიცებდა, რომ Facebook-მა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიში გაუქმების გამო $700 მილიარდი დაკარგა.
დონალდ ტრამპს Instagram-ზე 23 მილიონი, Facebook-ზე კი 11 მილიონით მეტი, 34 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
2021 წლის 6 იანვრიდან, QAnon-ის წარმომადგენლების აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპს Twitter-ზე წვდომა შეეზღუდო. მალევე, ყოფილ პრეზიდენტს წვდომა შეეზღუდა Youtube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზეც.
შეზღუდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან შექმნა საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social.