კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 58 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. 24 აპრილს ჩატარდა 4 243 ტესტი და დადასტურდა 58 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 213 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.37%, ბოლო 14 დღის - 1.18%, ხოლო ბოლო 7 დღის - 1.14%.

ინფიცირების 58 ახალი შემთხვევიდან თბილისში 35 გამოვლინდა, აჭარაში - 1, იმერეთში – 9, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში – 0, გურიაში – 3, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 0, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 483, საიდანაც 321 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 1 162 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 72 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 654 313 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 636 004 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 800.


კომენტარები