კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 865 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.19%-ია

COVID-19-ით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 733 ტესტი და დადასტურდა 865 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 820 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 18.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 15.55%.

ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან თბილისში 430 გამოვლინდა, აჭარაში - 24, იმერეთში – 115, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 46, გურიაში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 35, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 42 564, საიდანაც 2 045 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 40 519 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 580 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 629 930 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 570 884 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 456.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები