კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 783 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 15.73%-ია

COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 693 ტესტი და დადასტურდა 2 783  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 450 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 15.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 19.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 16.6%.

ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 171 გამოვლინდა, აჭარაში - 97, იმერეთში – 418, ქვემო ქართლში – 105, შიდა ქართლში – 182, გურიაში – 167, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 218, კახეთში – 228, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 54, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 65.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 545, საიდანაც 2 209 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 42 336 - ბინაზე.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 607 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 629 065 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 568 064 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 430.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. ასევე, პირველი მარტიდან მოიხსნა რეგულაციების უმრავლესობა.

კომენტარები