"მარტო ვერ ვრჩებოდი, მეგონა, გავიგუდებოდი" - რა ვიცით პოსტსამშობიარო დეპრესიაზესაქართველოში პოსტსამშობიარო დეპრესიას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სამშობიარო სახლების უმეტესობაში ქალებს ამის შესახებ არაფერს ეუბნებიან. ეს არც ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ სახელმწიფო პოსტსამშობიარო დეპრესიის მკურნალობაშიც ისევეა ჩართული, როგორც ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს.