ქმრების სურვილი, ოჯახის მოვლა, დაბალი ანაზღაურება - რატომ "არ მუშაობენ" ქალები საქართველოშიქალებს დასაქმებაში შეიძლება ხელი შეუშალოს საზოგადოებაში გავრცელებულმა ნორმებმა და სტერეოტიპებმა, ასევე, ოჯახის წევრებისა და, კერძოდ, ქმრის სურვილმა, რომ ცოლმა არ იმუშაოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ქალები სამუშაო ძალაში ოფიციალურად, მათი უმრავლესობა ასრულებს უხილავ შრომას - ქალები საოჯახო საქმეებზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობას უდრის. თუმცა მათ ამაში ხელფასს არავინ უხდის.