საქართველო-ყაზახეთი

საქართველომ ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა – პრესსამსახური

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

"ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობებ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამისუწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები