ერაყი-აშშ

ერაყის გადაწყვეტილებით, West Qurna 2-ის ნავთობსაბადო სახელმწიფო კონტროლში გადადის

West Qurna 2

ერაყის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სამხრეთში მდებარე West Qurna 2-ის ნავთობსაბადოზე ოპერაციები დროებით ნაციონალიზდება.

საბადოს ოპერირებას მომდევნო 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Basra Oil Company გადაიბარებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია წარმოების უწყვეტობაზე იქნება პასუხისმგებელი და პარალელურად Lukoil-ის 75%-იანი წილის პოტენციური მყიდველების მოძიებაზე იმუშავებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ერაყის მიზანია სანქციებით გამოწვეული გაურკვევლობის პირობებში სტაბილური ნავთობმიწოდება შეინარჩუნოს.

ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ორი უმთავრესი რუსული ნავთობკომპანიის, Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ, ახალი სანქციები ოქტომბერში გამოაცხადა

ამჟამად West Qurna 2-ზე ნავთობწარმოება დღეში დაახლოებით 465,000–480,000 ბარელს შეადგენს. საბადო გლობალური ნავთობმიწოდების დაახლოებით 0.5%-ს და ერაყის მთლიანი წარმოების დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

კომენტარები