კობახიძის განათლების რეფორმა

ყველა სკოლაში 1, განათლების სამინისტროს დაწერილი წიგნით ისწავლიან - მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში სკოლებში ყველა წიგნი შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან. 

"2-3 წლის განმავლობაში, სკოლებში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით. სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დაიწერება. ამისთვის, გასული 6 თვის განმავლობაში, განათლების სამინისტრომ სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით, ექსპერტთა ჯგუფები შეარჩია და სწორედ სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სახელმძღვანელოები დაწეროს და ის შემდეგი სტანდარტით დაინერგოს - ყველა სკოლაში 1 წიგნი ერთი და იგივე დისციპლინაში. სხვადასხვა სახელმძღვანელო აღარ იქნება. ყველა სკოლაში ერთიანი მიდგომა, სტანდარტი და ხარისხი იქნება". - თქვა მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.

კომენტარები