ვენესუელის ნავთობი

მედია: ვენესუელაში Petrocedeno-ს ნავთობის ობიექტს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი ვენესუელის ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში
Twitter

ადგილობრივი მედიისა და სამთავრობო კომპანიის PDVSA-ს წყაროების ინფორმაციით, ვენესუელის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა Petrocedeno ოპერირებს, ნავთობის ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. 

ობიექტის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ხანძრის გაჩენის წინ დისტილაციის კოშკის მიმდებარედ აფეთქების ხმა გაისმა. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხანაში მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოხდა. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შემთხვევის ადგილისკენ სასწრაფო დახმარების მანქანებიც მივიდნენ, თუმცა დაზარალებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სხვა წყაროს ცნობით, ხანძარი შესაძლოა Naphtha-ს ქარხანაზეც გავრცელებულიყო.

ზოგადად, ორინოკოს სარტყელზე, ვენესუელის ნავთობის მწარმოებელ მთავარ რეგიონში, ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყნის მძიმე ნედლი ნავთობის საექსპორტო პროდუქტად გარდაქმნაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

კომენტარები