23 ოქტომბერს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს, ამოუცნობი დრონის აფეთქების შემდეგ ქვეყანა საჰაერო კონტროლს გააძლიერებს.
სამინისტრომ Telegram-ზე განაცხადა, რომ დრონის აფეთქება რუსეთის ქალაქ ორენბურგიდან 180 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
დრონის წარმომავლობის შესახებ სამინისტროს არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ ინფორმაციის გასარკვევად "უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები."





