უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, იერიში მიიტანეს რუსეთის სამხრეთ ნაწილში, ბრიანსკის რეგიონში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე, რომელსაც მოსკოვის სამხედრო ძალისხმევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თავდასხმაში, მათ შორის, ფრანგულ-ბრიტანული SCALP/Storm Shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტები.
"განხორციელდა მასშტაბური კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა, მათ შორის, Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, რომლებმაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის დარღვევა შეძლეს. მიმდინარეობს დარტყმების შედეგების შეფასება". - წერს უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი.
ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას რუსეთის მიერ ომის ძალისხმევისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან დენთს, ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და სარაკეტო საწვავს აწარმოებს.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ბრიანსკის ოლქში 57 უკრაინული დრონი გაანადგურეს.





